• მიიღეთ უფასო კონსულტაცია    +995 032 2 11 02 03
Glovo უფასო მიტანის სერვისი!

100% ნატურალური პროდუქცია

ქიმიური დანამატების გარეშე.

ონლაინ შესყიდვა და მიტანის სერვისი

Skin Professional Dead Sea Cosmetics პროფესიონალური კოსმეტიკური ხაზის მწარმოებელი გახლავთ 2009 წლიდან. იგი აქტიურად მოღვაწეობს კოსმეტოლოგიის სფეროში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში: აშშ, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი.

ჩვენი მიზანია: დამწყები თუ პროფესიონალი ქართველი კოსმეტოლოგების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიწოდება - სხვადასხვა პროცედურებისა თუ კოსმეტოლოგიური საშუალებების სახით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: პერმანენტული მაკიაჟი, მეზოთერაპიული პროცედურები (პიგმენტური ლაქების გაღიავება, გამაახალგაზრდავებელი მეზოთერაპია, პოსტ აკნეს მეზოთერაპია და სხვა) აკნეს ზედაპირული და ღრმა წმენდა სახის კანის მოვლის საშუალებები ტანის მოვლის საშუალებები თმის მოვლის საშუალებები ტერფის მოვლის საშუალებები.

ჩვენი მიზანია: Skin Professional Dead Sea Cosmetics დამკვიდრდეს ისეთ კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია, აუდიტორიის ორივე კატეგორიას (კოსმეტოლოგები და მომხმარებელი) მიაწოდოს მათთვის სასურველი და საჭირო პროდუქტი უმაღლესი ხარისხით: კოსმეტოლოგების შემთხვევაში - ხარისხიანი განათლება თავიანთ სფეროში - მასტერკლასების, ტრეინინგებისა და კურსების სახით, რომლეთაც ქართველი თუ საერთაშორისო დონის პროფესიონალები უძღვებიან. მომხმარებლის შემთხვევაში - ჯანსაღი და მასზე მორგებული კოსმეტიკური საშუალებები და ესა თუ ის პროცედურა.

ჩვენი ფასეულობები: ხარისხი - ჩვენი პროცედურები ტარდება უახლესი დანადგარებით და მაქსიმალურად საუკეთესო შედეგის გარანტია. პროდუქტი კი გახლავთ ჯანსაღი და უნიკალურ ინგრედიენტებზე დამზადებული. შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენ გირჩევთ პროცედურებსა თუ პროდუქციას თქვენი კანის ტიპის ღრმად შესწავლის შემდგომ, გაძლევთ მიმართულებებს მისი სწორად მოვლისთვის და ჩატარებული პროცედურების შემდგომ ვაკონტროლებთ თქვენი კანის კონდიციას. ყველაფერ ამისთვის კი გვაქვს რამდენიმე ხაზი: Anti Age - მშრალი და ასაკობრივი კანისთვის Multi Fruit - ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის Pro Line - ყველა ტიპის კანისთვის Sebo Skin - მგრძნობიარე და ნაზი კანისთვის Multi Vitamin - ნორმალური თუ მშრალი კანისთვის. პროდუქცია მზადდება მკვდარი ზღვის მინერალებითა და ბუნებრივი ინგრედიენტებით. შესაბამისად ისინი გაჯერებულია კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აშორებს რადიკალებს, აძლიერებს კანის ქსოვილს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და უზრუნველყოფს ჯანმრთელ, ახალგაზრდულ კანსა და თმას. კომპანიას წარმოებული აქვს უპარაბენო ფორმულები, ბუნებრივი ინგრედიენტები და პეპტიდები.